პირველი სოლიდური სახელმწიფო გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებზე – კონკურსში 17-მა ორგანიზაციამ გაიმარჯვა.
თანხები რამდენიმე მიმართულებას უნდა მოხმარდეს. მათ შორისაა გარემოს დაცვა, განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, ინოვაციური ტექნოლოგიები. სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარია გათვალისწინებული. გრანტების მისაღებად კონკურსი თვეების წინ დამტკიცებული კანონის საფუძველზე ჩატარდა. ამ კანონით მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა, რომელიც სამოქალაქო სექტორის წასახალისებლად მათი ინიციატივების ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს. იმ ფონზე, რომ თვეების წინ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საერთაშორისო გრანტების მთავრობის ნებართვის გარეშე გაცემა აკრძალა, სააგენტოს შექმნას მესამე სექტორის ნაწილი სკეპტიციზმით შეხვდა.