სახელმწიფო ღალატის ბრალდება

უკრაინული გამოცემა „მიმომხილველის“ ინფორმაციით, მოკლულია უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი, რომელიც გომელში მოლაპარაკებების პირველ რაუნდს ესწრებოდა. გამოცემის ცნობით, ის სავარაუდოდ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის დროს, როდესაც კირეევის დაკავება ხდებოდა.

წინასწარი მონაცემებით, დენის კირეევს სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი. ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მომლაპარაკებელთა ოფიციალურ სიაში, კირეევის გვარი არ ფიქსირდება, თუმცა, ის ფოტოსა და ვიდეოში კიევის წარმომადგენლების გვერდით ჩანს. კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო.