სახელმწიფო გადატრიალების საქმე

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დღეს კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაკითხეს. ნიკა მელიას და გიორგი ბარამიძის შემდეგ ამჯერად გამოძიების კითხვებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უპასუხა, რომელიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან იმყოფებოდა.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ უგულავამ დარბაზი კვლავ მოწმის სტატუსით დატოვა.

ჯერ უცნობია, წაუყენებენ თუ არა პოლიტიკოსს ბრალს. ოპოზიციონერი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოს წინ ნიკა მელიას მოწოდებას პარლამენტში შესვლის შესახებ არ ეთანხმება, თუმცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით საქმის ძიებას სამართლებრივ აბსურდად მიიჩნევს.