სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები სენაკში დასრულდება

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ამ წუთებში სენაკში სრულდება. დროშას პედაგოგები, მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში აღმართავენ, რომლიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. მანამდე კი, დღევანდელი თარიღი რამდენიმე ქალაქში აღნიშნეს.

ქუთაისში პრეზიდენტთან ერთად ცერემონიას სამედიცინო ცენტრის ექიმებიც ესწრებოდნენ.

სიტყვით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა გორში, სამხედრო აკადემიის ეზოში შეკრებილებს. პრეზიდენტმა სოხუმში დაღუპული გურამ გაბესკირიასა და 2008 წელს მოკლული გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა.

დროშები საზეიმოდ აღიმართა დღეს მცხეთაში, ასევე უჯარმის ციხეზე კახეთში.

დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო  დროშის ეტალონი ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.