სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.

თარიღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება. სწორედ 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონით გამოცხადდა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნება პრეზიდენტის სასახლეში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ადგილმდებარეობა შეიცვალა.

ათონელის რეზიდენციაში დროშა დღეს პირველად აღმართეს.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა დატვირთვა აქვს ქვეყნისთვის სახელმწიფო სიმბოლოს, რომელიც მსოფლიოში სიძველით მეორე ადგილს იკავებს.