სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს ლაგოდეხში

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს ლაგოდეხშიც. დილიდან მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა. ახლად რეაბილიტირებული პარკიდან კი ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა „მრავალჟამიერის“ ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.