სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. ხუთჯვრიანი დროშები აღიმართა სახელმწიფო უწყებებზეც.