სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი პასუხი - შეფასებები

სააგენტო globalnews.ge-ს ინფორმაციით, მათ მიერ საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან წერილობითი პასუხი მიიღეს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს globalnews.ge-ს ჟურნალისტმა ბრიფინგზე კითხვით მიმართა, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან და როგორია მათი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. globalnews.ge სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ პასუხს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს თავიანთი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ, ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. ასევე აშშ-მ ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება ხედვას მმართველ პარტიასთან დაკავშირებით, წერილში ვკითხულობთ, რომ ქმედებები ანტიდემოკრატიულია და როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით, ციხეში ჩასმით, ან ძირითად ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. საკითხს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.