სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

„2020 წელს საქართველო აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას მრავალ კონტრტერორისტულ საკითხზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს საქართველო მუშაობდა საზღვრის, ავია და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საზღვრის დაცვის სამსახური კარგად არის ორგანიზებული და მაღალკვალიფიციურია“, – წერია დოკუმენტში.