სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები ასახულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში.

დოკუმენტი 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობას აფასებს. პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად არის მწვავე გზავნილებიც.

განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს და სასამართლო სისტემას ეხება. ავტორების აზრით, პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება ქვეყანაში პრობლემად რჩება. შენიშვნებია იუსტიციის საბჭოს მიმართაც.