სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 31-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ღონისძიებაზე ასევე სახელმწიფო ჯილდოები – ღირსებისა და „მხედრული მამაცობისთვის“ მედლები გადასცეს.