სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

ხმაურის ფონზე ჩაიარა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვამ პარლამენტში.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამჯერად საპარლამენტო უმცირესობას გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი პროექტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის საგარეო ვალს, პენსიებს და სოციალურ შემწეობებს ეხება.

ასაკობრივი და შშმ პირებისთვის განკუთვნილი პენსიების დაგეგმილი ზრდა უმცირესობის დეპუტატებისთვის არასაკმარისია, ხელისუფლების ოპონენტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების ზრდასაც აპროტესტებენ და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ უწყებას წლევანდელი ბიუჯეტის ნაწილი ამ დრომდე არ აქვს ათვისებული.

2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 12 მილიარდ 729 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. დეპუტატების შენიშვნების გაცნობის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე პროექტის კორექტირებას არ გამორიცხავს.

 

 

დატოვე კომენტარი