სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა.

კორექტირებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. დოკუმენტში სოციალური მიმართულებით რამდენიმე ახალი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიანი დახმარების ხუთჯერ ზრდა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 20 ლარით მოიმატებს ასაკით პენსიონრების პენსიაც.

ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებს მაინც არაადეკვატურად მიიჩნევს.