სახელმწიფო აუდიტის ანგარიში  

სახელფასო დანამატების გამო, მთავარ მაკონტროლებელ უწყებას კითხვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართითაც უჩნდება. აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია.

ანგარიშის მიხედვით, მარტო შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სახელფასო დანამატის სახით, ჯამში ორ მილიონამდე ლარია გაცემული. თუმცა, დასკვნის ავტორები ფიქრობენ, რომ დანამატის გაცემის საფუძვლები დასაბუთებული არ არის. გეგმიური ანგარიში პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებების თემა ხდება.

პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურ უხერხულობაზე მიუთითებს მმართველი გუნდი, რომელიც გიორგი მარგველაშვილს სწორედ სახელფასო დანამატებზე წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს. სახელმწიფოს მეთაური დღეს მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიცვა.

 

დატოვე კომენტარი