სახელმძღვანელოების ტექნიკური სტანდარტი

21:21, 29.12.2017

თუ დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელი ხართ და სასკოლო ჩანთის სიმძიმე გაწუხებთ, მომავალი წლიდან, დიდი ალბათობით, ეს პრობლემა მოგეხსნებათ. მძიმე ჩანთების ტარება მოსწავლეებს იმდენად უჭირთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებს სკოლაში საკუთარი წიგნიდან დაქსეროქსებული ფურცლების მიტანა უწევთ. 2018 წელს გამომცემლობებმა ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით უნდა დაბეჭდონ. სტანდარტი, წონის გარდა, ფერების რაოდენობას  და ქაღალდის სისქეს მოიცავს.

მსგავსი