სახელმძღვანელოების გრიფირების შედეგები

დამტკიცებულია ის სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლითაც მე-7 კლასის მოსწავლეები ახალი სასწავლო სეზონიდან ისწავლიან.

გამარჯვებული ავტორები იმ ჯგუფმა გამოავლინა, რომელიც წინა წლებისგან გასხვავებით ღია კონკურსის წესით იყო დაკომპლექტებული.

ხანგრძლივი განხილვების შემდეგ განათლების სამინისტრო დათმობაზე წავიდა. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი შეიცვალა. კერძოდ, ავტორებს სამუშაო დრო გაეზარდათ, ასევე დაკორექტირდა შინაარსობრივი მოთხოვნებიც.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი ავტორების სახელმძღვანელოები ახლა თავად სკოლებმა უნდა შეარჩიონ.