აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, საქართველოში ვიზიტის შეჯამებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებს შორის ურთიერთდაპირისპირების საგანია. განცხადება სხვადასხვანაირად აღიქვეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ოპოზიციური ალიანსიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა პარტია „ლელო“, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ამერიკა ოპოზიციის ბოიკოტით იმედგაცრუებულია და ეს გზავნილი თბილისში მაისის ბოლოს მყოფი ამერიკელი სტუმრებისგან პირადად მოისმინეს. ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, გრიგოლ გეგელიას ტყუილში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ „ამერიკელებს მსგავსი არაფერი უთქვამთ.“
ამერიკული მხარე კი ამბობს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია პოლიტიკურ ოპოზიციას საჭიროებს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს ამომრჩევლის ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”.
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გასულ კვირაში შეხვდნენ.