სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება

12:13, 10.08.2026

შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

მათი განცხადებით, საქართველოს არასდროს დაურღვევია სასანქციო რეჟიმი. როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში აცხადებენ, სანქცირებულ სუბიექტს, შპს „შელბითს“ – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა. ირკვევა, რომ კომპანია „შელბითის“ მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.

მსგავსი