სახანძრო-სამაშველო სწავლება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა.
ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სწავლებისას წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტყის ხანძარი ინტენსიური ქარის პირობებში, ეფექტურად მართა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება მოხდა და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედება განხორციელდა. სწავლებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სწავლების ერთ-ერთი კომპონენტი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საკითხიც იყო. ღონისძიებაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტ მეხანძრე-მაშველთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, ასევე – საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.