სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განახლდა

15:33, 02.05.2025

 სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შეიძინეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა. მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზეც. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

მსგავსი