„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები აქციას შეუერთდნენ

„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას შეუერთდნენ. ისინი საკუთარ მოთხოვნებს გაახმაურებენ. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ითხოვენ, თუმცა პარტიის თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის განცხადებით, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არჩევნები იქნება ვადამდელი თუ ის დათქმულ დროს ჩატარდება.

მისივე თქმით, პარტია დღეს დაგეგმილ არც ერთ აქციას არ უერთდება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზების პროცესი მიმდინარეობს, რაც სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს. მამუკა გიორგაძის შეფასებით, აუცილებელია შემუშავდეს პლატფორმა, სადაც დაინტერესებული პირებმა ჯანსაღი პოლიტიკური  სივრცის შესაქმნელად მსჯელობა შეძლონ.