„სახალხო პარტიის“ პრეზენტაცია

„სახალხო პარტიამ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის ლიდერების, მამუკა გიორგაძის და სოსო გოგაშვილის თქმით, მათ ქვეყნის მაშტაბით 11 ოლქში ეყოლებათ კანდიდატები. მათი განცხადებით, პარტიას შემუშავებული აქვს თბილისის განვითარების, ეკონომიკის და სხვა პროგრამები, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ. სახალხო პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ.