სახალხო დღესასწაული თიანეთში

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დაბა თიანეთში.

სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო ცხენებით შეჯიბრი, რომელსაც ტრადიციულად გარდაცვლილთა ხსოვნას უძღვნიდნენ. დოღში რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებიც მონაწილეობდნენ, გამარჯვებულები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ხევსურული ლუდის ხარშვის ცერემონიით დასრულდა.

2020 წელს თიანეთში ლუდის ხარშვის საუკუნოვან ტრადიციას  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დატოვე კომენტარი