სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2026“
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „თიანეთობა 2026“ აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, მოწყობილია გასართობი და საგამოფენო სივრცეები. წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკა და აღჭურვილობა. დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე, დაჯილდოვდებიან თიანეთის საპატიო მოქალაქეები. დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.