სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აჭარაში

18:20, 17.10.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, სახალხო დღესასწაულს, „შუახევობას“ დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებული ყურადღება კი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ეთმობა.

დღესასწაულის ფარგლებში საპატიო შუახეველები დააჯილდოეს. გაიმართა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები. წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო და ეთნოგრაფიული ნიმუშები, მოეწყო შუახევის ამსახველი ფოტოგამოფენა. სახალხო დღესასწაული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

მსგავსი