„შემოდგომა ქედაში“ – ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართა. დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო შემოდგომის თემატური დეკორაციები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული აქტივობები, ადმინისტრაციული ერთეულების თემატური გამოფენა, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების, მეღვინეების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასები და სადეგუსტაციო სივრცეები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ქედელების დაჯილდოება.
ასევე, წელს პირველად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, მოეწყო ღვინის ფესტივალიც. ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა.