სახალხო დღესასწაული – „სააკაძეობა“ ნოსტეში
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში სახალხო დღესასწაულს – „სააკაძეობას“ აღნიშნავენ. ღონისძიებები სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მიმდინარეობს. წარმოდგენილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული, ხალხურ საკრავთა და ცეკვის ანსამბლები. მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. ღონისძიებაზე ტრადიციულად ცხენოსანთა ჯირითიც მოეწყო.