სახალხო დღესასწაული რაჭაში

18:31, 27.08.2026

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ დაიწყო. ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ფესტივალის სლოგანია – „დაუბრუნდი შენს ფუძეს“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია კვების სივრცე და საბავშვო გასართობი სივრცე. ადგილზე მიმდინარეობს ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მოგვიანებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსა და სხვადასხვა სფეროს დამსახურებულ მოღვაწეებს დაჯილდოებენ. საღამოს დღესასწაულს ჯგუფი „ურსა“ გააგრძელებს.

მსგავსი