სახალხო დღესასწაული რაჭაში
აღდგენილი ტრადიცია რაჭაში – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძველი სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. „დაუბრუნდი შენს ფუძეს“ – ამ ლოზუნგით ადგილობრივები „ფუძეობის“ სახელით ცნობილ დღესასწაულს ზეიმობენ. ტრადიცია, რომელიც 1985 წლიდან იღებს სათავეს, 27-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. პროგრამა კონცერტებს, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების საღამოებს, ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენასა და დაჯილდოების ცერემონიას მოიცავს. სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ.