სახალხო დღესასწაული მარნეულში
„მარნეულობა 2025“ – მარნეულის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, თემატური ინსტალაციები, პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ჩატარდა საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებიც. ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები. დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა.