სახალხო დღესასწაული „ლანჩხუთობა 2026“
დღეს ლანჩხუთი სახალხო დღესასწაულს „ლანჩხუთობა 2026“-ს აღნიშნავს. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმდინარეობს. დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოენახულებინათ ეთნო-სივრცე და დაეგემოვნებინათ გურული სამზარეულოს კერძები. პარალელურად იმართებოდა სპორტული აქტივობები. პატარებისთვის მოწყობილ ზონაში ჩატარდა თიხის ნამუშევრების მოხატვის მასტერკლასი, მოეწყო ნახატების გამოფენა და გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. დღესვე დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო პედაგოგები და მოხდება საპატიო მოქალაქეების წარდგენა. დღესასწაულის დასასრულს ლანჩხუთში მოეწყობა კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ქართული ხმები“ და ჯგუფი „გუფი ლენდი“ წარდგებიან.