სახალხო დღესასწაული ლაილაშობა ლეჩხუმში
ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში სახალხო დღესასწაული – „ლაილაშობა – 2026“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ლაილაშის ისტორიულ ბულვარში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური თონე და ტრადიციული კულინარია. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფოტოარქივს, ეთნოგრაფიულ ნივთებსა და ლეჩხუმელი მხატვრების ნამუშევრებს. ღონისძიების ფარგლებში, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკეს 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც სტუმრებთან ერთად ლაილაშის ისტორიული ცენტრი და სოფლის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მათ შორის – ლაილაშის ხალხთა მეგობრობის ობელისკი. დღესასწაული საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, „ლაილაშობა – 2026“, ტრადიციულად, ფოიერვერკით დასრულდა.