სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა

10:22, 14.09.2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან მიწვეულ სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა და მონასტრის წინამძღვარმა მიულოცეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო პარაკლისი ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს ეძღვნება. პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. თემაზე „პატრიარქი ილია მეორე და საქართველო“ და დაჯილდოების ცერემონია.

ჭეშმარიტი ხინოწმინდელის სიგელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხეობის საპატიო მკვიდრს, ავთანდილ ბეჟანიძეს გადასცა. დღესასწაული კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მსგავსი