სახალხო დღესასწაული „კასპობა 2026“

15:21, 11.10.2026

კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის ცენტრში, სააკაძის სკვერის მიმდებარედ, მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულებისა და ადგილობრივი მეწარმეების თემატური კუთხეები, გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები და გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები. სივრცე დაეთმო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპეციალურ კუთხეებს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებას სტუმრობდა ასევე იაპონიის ელჩი საქართველოში და დელეგაციის სხვა წევრები.

ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი პედაგოგები, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტები და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით დასრულდა.

მსგავსი