სახალხო დღესასწაული გორში
გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ აღინიშნება. ღონისძიებები ერისთავის თეატრის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასა და ჭავჭავაძის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები. წარმოდგენილია მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიებები გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დაიწყო. „გორის დღე 2025“-ს გალა-კონცერტი დაასრულებს.