სახალხო დღესასწაული „გოგლაობა“

სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში, სახალხო დღესასწაული – გოგლაობა აღინიშნა. ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, მწერალთა კავშირის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები დაესწრნენ. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენაც. მოზარდებმა გააცოცხლეს მწერლის პერსონაჟები. შეკრებილების წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს გიორგი ლეონიძის სახლ მუზეუმი.