სახალხო დღესასწაული - „ფიროსმანობა“ მირზაანში

ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელ მირზაანში დღეს „ფიროსმანობა“ აღინიშნება. ქართველი ხელოვანის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა. დღევანდელი ღონისძიების მთავარი ლოკაცია მხატვრის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაა. ეზოში მოწყობილია საგამოფენო სივრცე, სადაც ფიროსმანის ნამუშევრების ასლებია წარმოდგენილი. ასევე მუზეუმის ეზოში იმართება კულინარიული მასტერკლასებიც.

ღონისძიებას ესწრებიან ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდები. მოზარდებს ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბეს, მათ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. მათთვის კახეთის რეგიონში საბავშვო ბანაკია მოწყობილი.

ფიროსმანობას“ გამოეხმაურა დღეს მთავრობის მეთაურიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად , – წერს პრემიერ-მინისტრი.