სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუში

18:28, 28.09.2025

სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ქალაქის ცენტრში მოწყობილია მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები. ტარდება მასტერკლასებიც. პარალელურად, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ღონისძიების ფარგლებში, საპატიო ჩხოროწყუელებიც დაჯილდოვდნენ. დღესვე, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმი და ბიუსტი გაიხსნა.

მსგავსი