სახალხო დღესასწაული „აწყურობა“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს. ღონისძიება კულტურის სახლში გაიმართა. მოეწყო გამოფენა, გაიხსენეს ცნობილი აწყურელი მოღვაწეები, რომლებმაც სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანეს მშობლიური სოფლის განვითარებაში. ასევე, სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ ადგილობრივი შემსრულებლები. განსაკუთრებით ემოციური იყო უფროსი თაობის მოცეკვავეების მიერ შესრულებული ნომერი. აწყურელებს დღესასწაული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიულოცა.