სახალხო დამცველისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ლევან იოსელიანმა დღე ასევე შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად. ინფორმაცია ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.