სახალხო დამცველის შერჩევის წესი

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების საკითხი დღეს მეორე მოსმენით განიხილა. უმრავლესობის წევრების ინიცირებული პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის შერჩევაში ცხრა წევრით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ერთვება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება. ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომლის შესრულებასაც ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ითხოვს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენისას ოპოზიციის ნაწილმა მხარი გუშინ დაუჭირა.