სახალხო დამცველის შერჩევის წესი

სახალხო დამცველის არჩევის წესზე პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები გაყოფილია. „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ წარდგენილ გეგმას, ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებები იქნება ფარსი, ვინაიდან „ოცნება“ ომბუდსმენად საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდება. ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული არასამთავრობო სექტორი, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას და ინკლუზიურობას. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ცვლილებები ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ოპონენტების კრიტიკას „ოცნებაში“ სპეკულაციად აფასებენ. საუბარია პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის არასამთავრობო სექტორითა და პროფესიული წრეებიდან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელიც კანდიდატების შესახებ მოამზადებს შეფასებას. შერჩეული კანდიდატებიდან არჩევანი შემდეგ უკვე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ.

შეგახსენებთ, ომბუდსმენის არჩევას პარლამენტი 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.