სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება. პროცედურის შესაბამისად, სპეციალური კომისია, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია, ომბუდსმენობის მსურველებს მოუსმენს და შეაფასებს. მოგვიანებით, პროცესი პარლამენტში გაგრძელდება. სახალხო დამცველის კანდიდატები წარდგებიან საკომიტეტო ფორმატშიც, სადაც არჩევანს ფრაქციები და პოლიტიკური ძალები გააკეთებენ. მის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ოპონენტების შეფასებებს „ქართულ ოცნებაში“ სპეკულაციებს უწოდებენ.