სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში

მწვავე კითხვების და პოლემიკის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის განხილვა.

ომბუდსმენის დოკუმენტში არაერთი გახმაურებული საქმე მოხვდა, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე პრეზიდენტის შეწყალების ცნობილი აქტი. განსაკუთრებით მწვავეა ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს და ამ მოვლენების გამოძიებას ეხება. ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არაერთი შენიშვნა აქვს. თუმცა შენიშვნების ნაწილს მმართველი გუნდის დეპუტატები არ ეთანხმებიან. დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.

მანანა დევაძე მუშაობს პარლამენტში.

დატოვე კომენტარი