სახალხო დამცველის კანდიდატურა

სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა ვის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ირაკლი კობახიძემ საკითხშზე დღეს არასამთავრობო სექტორთან გამართა კონსულტაცია. სამოქალაქო საზოგადოება უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ესენია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, მთავარი აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. ახალი ომბუდსმენი პარალმენტმა არაუგვიანეს 7 იანვრამდე უნდა აირჩიოს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩეულ კანდიდატს კენჭს უკვე მომავალ სასესიო კვირას უყრიან.