სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პირველი ეტაპი დასრულებულია – პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

ცხრაკაციანმა კომისიამ 19-ვე კანდიდატურას საკუთარი შეფასებები დაუწერა. ახლა მათ შორის მინიმუმ 7 კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. კომისიის მიერ დაწერილ ქულებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქულების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი სამივე კანდიდატი მოხვდა. ხუთეულში არ აღმოჩნდა კონკურსში მონაწილე ერთადერთი პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია, რომელიც კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ცხრაკაციანი კომისიის მიერ დაწერილი შეფასებები და ქულები კანდიდატების შერჩევის და კენჭისყრის დროს და მოახერხებენ თუ არა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევას, რადგან მომავალი ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 ხმა არის საჭირო.