სახალხო დამცველის განმარტება

ლევან იოსელიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემის“ პირდაპირ ეთერში მის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ინტერვიუს დროს სახალხო დამცველის მხრიდან დარღვეული იყო წამების მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაციის ფარულობა, რამაც შესაძლებელი გახადა მისი იდენტიფიცირება. ლევან იოსელიანი პროცესს ხელოვნურ აჟიოტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა. თავის მხრივ კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ, წამების მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაციის ფარულობის შესაძლო დარღვევის გამო, ციფრული პლატფორმებიდან წაშალა.