სახალხო დამცველის განცხადება - შეფასებები

სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აფასებენ. პარტია „გირჩი“, ომბუდსმენის ინსტიტუტს არ ენდობა და აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის სანდო არ არის. თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ საკითხზე თანხმდება, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.