სახალხო დამცველის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები 

მმართველ გუნდსა და ომბუდსმენს შორის არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო რთულდება.

ამჯერად მიზეზი ნინო ლომჯარიას განცხადება ხდება, სადაც ომბუდსმენი პერსონალურად მმართველი გუნდის თავმჯდომარეს უპირისპირდება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე არ მიაჩნია სერიოზულ ფიგურად და მას არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ნინო ლომჯარიამ ამ შეფასებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და ექიმებისა და სახალხო დამცველის პასუხისმგებლობა არ გამორიცხა. ნინო ლომჯარიას შეფასებამ, ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ორად გაყო. მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ ლომჯარიამ ამ განცხადებით თავისი არაობიექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.