სახალხო დამცველის განცხადება და შეფასებები 

სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე სახალხო დამცველი საპარლამენტო რეაგირებას ითხოვს.

ომბუდსმენი დეპუტატებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გამოყენებისკენ და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარიას მიმართვის კიდევ ერთი ადრესატი პროკურატურაა. სახალხო დამცველს სისხლის სამართლის რეზონანსული საქმის მასალების გაცნობა სურს. გამოძიების დაწყებიდან თვეზე მეტია გასული, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, ავთენტურია თუ არა პირადი ხასიათის ინფორმაციის შემცველი ათასობით ფაილი. უნდა შეიქმნას თუ არა დროებითი საგამოძიებო-საპარლამენტო კომისია და უნდა მივიდეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში – ოპოზიციისგან გასხვავებით, მმართველი პარტია საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას არ ჩქარობს.